რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სანა მარინი: ევროპა საკმარისად ძლიერი არ არის, მას აშშ-ს დახმარება სჭირდება

ფინეთის პრემიერმინისტრი, სანა მარინი

ფინეთის პრემიერმინისტრის, სანა მარინის შეფასებითევროპა "არ არის საკმარისად ძლიერი", რათა რუსეთის უკრაინაში შეჭრას დამოუკიდებლად გაუწიოს წინააღმდეგობა, მას აშშ-ს მხარდაჭერა სჭირდება.

"თქვენთან სასტიკად გულწრფელი უნდა ვიყო, ევროპა ახლა საკმარისად ძლიერი არ არის. ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე საფრთხეში ვიქნებოდით". – თქვა ფინეთის პრემიერმა. 

სამხედრო დახმარების თვალსაზრისით, აშშ უკრაინის ყველაზე დიდი დონორია. დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის ბრიფინგზე გაცხადებული ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინის დახმარების მიზნით ვაშინგტონმა $18.6 მილიარდი გამოყო.

იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის დახმარების შედეგად, ევროპული ქვეყნების სამხედრო მარაგი იწურება, ფინეთის პრემიერმინისტრის თქმით, ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად მეტი უნდა გაკეთდეს. 

კომენტარები