რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

EU 1 ბარელი რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარზე – $60 შეთანხმდა

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთი ბარელი რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარზე – $60-ზე შეთანხმდნენ. მანამდე, პოლონეთი ზედა ზღვრის დაწევას ითხოვდა, რომელიც თავდაპირველად, ევროკომისიის შეთავაზებით, $65-$70-ის ფარგლებში უნდა ყოფილიყო. 

მოლაპარაკებების ერთ-ერთი მიზანი შუალედური შეთანხმების მიღწევა იყო. თავდაპირველად, ბარელზე $65 განიხილებოდა, შემდეგ – $62. თუმცა, ეს ფასები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა

ფასის ზედა ზღვარი დასავლურ კომპანიებს რუსული ნავთობის დაზღვევას, დაფინანსებას ან გადაზიდვას აუკრძალავს, თუ 1 ბარელი რუსული ნავთობი $60-ზე იაფად არ გაიყიდება. აშშ-ისა და მისი მოკავშირეების გადაწყვეტილების მიზანი რუსეთის ნავთობის ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლის შემცირება და, პარალელურად, ბაზარზე მისი ხელმისაწვდომობის შენარჩუნება

ევროკავშირის შეთანხმება დიდი შვიდეულის ინიციატივას ეფუძნება. თავდაპირველად, G-7 – კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და აშშ – ევროკავშირთან და ავსტრალიასთან ერთად რუსული ბარელი რუსული ნავთობის ფასის ზღვრის დაწესების გადაწყვეტილებაზე შეთანხმდა. 

1 დეკემბერს აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, უოლი ადეიემომ თქვა, რომ $60, რომელიც დიდი შვიდეულის მიერ განხილულ "დიაპაზონშია", ვაშინგტონისთვის მისაღები იქნებოდა.

"ეს არის ფასის იმ დიაპაზონში, რომელზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ, რათა დაგვეხმაროს ორი რამის გაკეთებაში. ერთი არის რუსეთის შემოსავლების შემცირება, მეორე არის იმის უზრუნველყოფა, რომ ბაზარზე რუსული ნავთობი შევინარჩუნოთ". – თქვა ადეიემომ.

კომენტარები