სიღნაღის თაღი

სიღნაღში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თაღი დაზიანდა

fb/სიღნაღის მუნიციპალიტეტი

სიღნაღში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სიღნაღის თაღი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას სიღნაღის მერია ავრცელებს.

სიღნაღის მერიის ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. ტერიტორიაზე კი ამ დრომდე რჩებიან ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

სიღნაღის მერია აცხადებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენა ყველა შესაბამისი უწყების კოორდინირებული მუშაობით, უახლოეს პერიოდში გახდება შესაძლებელი.

კომენტარები