ტრეილერი

დათვი კოკაინის ზემოქმედების ქვეშ – ახალი ჰორორის, COCAINE BEAR-ის ტრეილერი გამოვიდა

კინოსტუდია Universal-მა ახალი საშინელებათა ფილმის, Cocaine Bear-ის ტრეილერი გამოაქვეყნა.

სიუჟეტის მოქმედება 1985 წელს ვითარდება. კოკაინით სავსე თვითმფრინავი ჯორჯიის ტყეში ვარდება. რამდენიმე შეკვრას დათვი შეჭამს, ზემოქმედების ქვეშ მყოფი ცხოველი ადამიანებზე ნადირობას იწყებს.

ფილმი მსახიობმა ელიზაბეტ ბენქსმა გადაიღო. რეჟისორის განმარტებით ფილმის ინსპირაციის წყარო სტივენ სპილბერგის ყბები, ასევე სემ რეიმისა და ჯონ კარპენტერის ადრეული ნამუშევრები გახდა. სურათში ერთ-ერთი უკანასკნელი როლი შეასრულა რეი ლიოტამ.

Cocaine Bear რეალურად მომხდარ ამბავს ეფუძნება. 1985 წელს ჯორჯიაში მართლაც ჩამოვარდა კოკაინით დატვირთული თვითმფრინავი. ადგილზე მისულმა გამომძიებლებმა ჩამოვარდნის ადგილას ზედოზირებით მკვდარი დათვი იპოვეს, ცხოველმა რამდენიმე კილოგრამი კოკაინი მოიხმარა.

კომენტარები