მეწყერი იტალიაში

იტალიაში, კუნძულ ისკიაზე მეწყერს, სულ მცირე, 7 ადამიანი ემსხვერპლა

იტალიის სამხრეთ ნაწილში მდებარე ვულკანურ კუნძულ ისკიაზე მეწყერს, სულ მცირე, 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 1 ახალშობილი და 2 მცირეწლოვანი. სტიქია გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 5 ადამიანი. მისივე თქმით, სტიქიის ზონაში ათობით მაშველი მუშაობს, მათ შორის, მყვინთავები. პარალელურად, კუნძულიდან 230 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

იტალიის პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, ხელისუფლებამ სტიქიით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად 2 მილიონი ევრო გამოყო და წლის ბოლომდე გადასახადების გადახდისგან გაათავისუფლა.

აღსანიშნავია, რომ კუნძულ ისკიაზე, რომელიც ქალაქ ნეაპოლიდან 30 კილომეტრში მდებარეობს, არაერთი სახლია ნებართვის გარეშე აშენებული, რაც მაცხოვრებლებს დატბორვისა და მიწისძვრების მუდმივი რისკის ქვეშ აყენებს.

კომენტარები