რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის, პოლონეთისა და ლიტვის პრემიერმინისტრებმა ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს

უკრაინის, პოლონეთისა და ლიტვის პრემიერმინისტრებმა უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის გააქტიურებისა და დახმარების გაძლიერების შესახებ ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს

ლიდერებმა განცხადებას ხელი 26 ნოემბერს კიევში, ლუბლინის სამკუთხედის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ მოაწერეს.

"მოხარული ვარ კიევში ლიტვისა და პოლონეთის მთავრობების მეთაურების - ინგრიდა შიმონიტესა და მატეუშ მორავიეცკის ნახვით. ლუბლინის სამკუთხედის ფორმატში განვიხილეთ აქტუალური საკითხები და გამოწვევები, ასევე ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას". - თქვა შმიგალმა. 

კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, სამივე მხარე თანხმდება, რომ უნდა გაძლიერდეს მოლაპარაკებები უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, განცხადებაში ხაზგასმულია უკრაინის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გაძლიერების მნიშვნელობა. ასევე, ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში მოკავშირეების მხარდაჭერის აუცილებლობა.

ლუბლინის სამკუთხედი დიპლომატიური ინიციატივაა, რომელიც უკრაინას, ლიტვას და პოლონეთს აერთიანებს. ამ ალიანსის შექმნის შესახებ დეკლარაციას ხელი მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლუბლინში, 2020 წლის 28 ივლისს მოაწერეს. ფორმატის ფარგლებში ვარშავა, ვილნიუსი და კიევი პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობენ.

კომენტარები