თბილისის მერია

კალაძე: მზიურის პარკს 18 000 კვადრატული მეტრი ტერიტორია დაემატება

მზიურის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება ჩვენ სრულყოფილად ვერ მოვახერხეთ, რადგან ამ პარკის გარკვეული ტერიტორია კერძო საკუთრებაში იყო. სწორედ ამიტომ, სამუშაოების წარმოება ვერ მოხერხდა. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა და მინდა, თბილისელებს დღევანდელი გადაწყვეტილება გავაცნო. პირველ რიგში, მინდა მივულოცო დედაქალაქის მოსახლეობას, ყველა იმ ახალგაზრდასა და ადამიანს, ვინც მზიურის პარკით სარგებლობს, რომ მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა აღნიშნული მიწა, რომელიც არის დაახლოებით 18 000 კვადრატული მეტრი. 

ეს ტერიტორია არის პირდაპირ მზიურის პარკის გაყოლებაზე, რომელიც დღეს ცუდ მდგომარეობაშია. მოხდება ამ სივრცის ადგილმონაცვლეობა. მთავრობაზე ეს საკითხი უკვე გავიტანეთ, ასევე გადაეგზავნება საკრებულოს და გადაწყვეტილება მიღებული იქნება. მზიურის პარკს დამატებით 2 ჰექტრამდე ტერიტორია მიემატება. ჩვენ პროექტის მომზადებას დავიწყებთ, რომ შემდეგ ეტაპზე ისეთივე ლამაზი პროექტი განხორციელდეს, როგორიც მზიურის შემთხვევაში მოხდა. 

თქვა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები