კრიმინალი

სამეგრელოში არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ქმედების ბრალდებით, სავარაუდოდ, ბიძა დააკავეს

shutterstock

სამეგრელოში არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის გამო ერთი პირი დააკავეს.

IPN-ის ინფორმაციით, დაკავებული არასრულწლოვნის ბიძაა და სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აღკვეთი ღონისძიების სახით 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები