რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საჰაერო ძალებმა კიევის ოლქში 4 რუსული რაკეტა და 5 ე.წ. კამიკაძე დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა კიევის ოლქში 4 რუსული რაკეტა და 5 ირანული წარმოების ე.წ. კამიკაძე დრონი ჩამოაგდეს. შესაბამის ინფორმაციას კიევის ოლქის ხელმძღვანელი, ოლეკსი კულება ავრცელებს.

გარდა ამისა, ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის წყალსაცავის თავზე ორი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო.

პარალელურად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესის ოლქის ტერიტორიაზე 6 რაკეტა მოიგერიეს. გავრცელებული ინფორმაციით, ოდესის ოლქზე შეტევა რუსმა სამხედროებმა შავი ზღვიდან კალიბრის ტიპის რაკეტებით განახორციელეს.

კომენტარები