რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელმა მებრძოლებმა ლუგანსკის ოლქში 12 დასახლება გაათავისუფლეს – გაიდაი

უკრაინელი სამხედროები უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დროშას აფრიალებენ
 Arsen Petrov via Twitter

უკრაინელმა მებრძოლებმა ლუგანსკის ოლქში 12 დასახლება გაათავისუფლეს. ინფორმაციას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს. 

გაიდაის ინფორმაციით, ოკუპანტები გათავისუფლებულ დასახლებებს ინტენსიურად ბომბავენ, რის გამოც ადგილიდან მოსახლეობის გამოყვანას ცდილობენ. გაიდაის ცნობით, ოკუპანტები მუდმივად ბომბავენ ბელოგოროვკას. 

მისივე თქმით, ლუგანსკის ოლქის აღდგენას, დაახლოებით, 7 წელი დასჭირდება.  

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქში, სხვებთან შედარებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ნელა მიიწევს წინ, ამის მიზეზი კი ოკუპანტების სერიოზული მომზადებაა. მისივე ცნობით, გათავისუფლებულია, ძირითადად, მცირე დასახლებები. 

კომენტარები