კრიპტო

კრიპტობარონმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ პრემიერს შეხვდა, ერთ კვირაში $16 მილიარდი დაკარგა

საქართველოს მთავრობა

Bloomberg-ის წმინდა ღირებულების გამოთვლებზე დაყრდნობით, სენ ბენკმან-ფრიდმანი, იგივე SBF, კვირის დასაწყისში, 7 ნოემბრისთვის $16 მილიარდს ფლობდა, თუმცა როდესაც მისმა კრიპტოვალუტის ბირჟამ -FTX-მა დაშლა დაიწყო, მისი აქტივების ღირებულება ნულამდე შემცირდა. რაც Bloomberg-მა "ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიმდიდრის განადგურებად" შეაფასა.

მანამდე, თებერვალში მიუნხენის კონფერენციაზე SBF-მა და ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში კრიპტოვალუტის გაცვლის რეგიონალური ოფისის ჰაბის ფუნქციონირების პერსპექტივა განიხილეს.

11 ნოემბერს FTX-მა გაკოტრება გამოაცხადა, ბანკმენ-ფრიდმანი კი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა.

30 წლის ბიზნესმენის ქონებამ, რომელიც დიდწილად ციფრულ აქტივებთან იყო დაკავშირებული, პიკს - დაახლოებით $26 მილიარდს ამ გაზაფხულზე მიაღწია. მაშინ, როდესაც კრიპტოფასები დაეცა, BFS-მა თავისი FTX-ის ბირჟითა და მისი დამხმარე Alameda-ით კრიპტოკომპანიებისთვის ისეთი საკრედიტო ხაზები უზრუნველყო, როგორიცაა BlockFi და Voyager.

ბოლოს ვრცელდებოდა ცნობები, რომ გაკოტრების შემდეგ სემ ბანკმენ-ფრიდი სამხრეთ ამერიკაში გაფრინდა. ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო და Reuters-სთან აღნიშნა, რომ ამჟამად ბაჰამის კუნძულებზე იმყოფება

 "მქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ SBF-თან განმეხილა, ჩვენი პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობები მომავალში. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, მისი სტაბილური და ხელსაყრელი გარემო ბიზნესისთვის ქმნის გამორჩეულ სივრცეს FTX-ისთვის, რათა კომპანიამ გააფართოოს მისი მომსახურება რეგიონსა და მის მიღმა". წერდა პრემიერი Twitter-ზე შეხვედრის შემდეგ. 

პრემიერმა  ბენკმან-ფრიდმანს შესთავაზა საქართველოში რეგიონული ოფისის გახსნა. ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ინვესტორებს და მზად არის ხელი შეუწყოს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ილია დარჩიაშვილიც ესწრებოდა, ასევე, განიხილეს კრიპტოვალუტისა და მისი საფონდო ბირჟის საქმიანობის გაფართოების მზარდი დინამიკა, როგორც რეგიონში, ასევე გლობალურად.

კომენტარები