რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ზეწოლის მიუხედავად, ხერსონის მოსახლეობა დროშებს ინახავდა, უკრაინის სჯეროდა

დღეს ისტორიული დღეა - ჩვენ ვბრუნდებით ჩვენი ქვეყნის სამხრეთში, ვბრუნდებით ხერსონში. ამ დროისთვის, ჩვენი დამცველები ხერსონის მისადგომებთან არიან. სულ ცოტაღა დარჩა და ჩვენ შესვლას დავიწყებთ. თუმცა, სპეციალური დანაყოფები უკვე ქალაქში არიან. 

ხერსონის მოსახლეობა ელოდებოდა, უკრაინა არასოდეს უარყვიათ. მე ბედნიერი ვარ, როცა ვხედავ, ყველაფრის მიუხედავად - ოკუპანტების ზეწოლისა და შეურაცხყოფის მიუხედავად, მოსახლეობა ინახავდა უკრაინის დროშებს, სჯეროდათ უკრაინის. 

და მაშინაც კი, როდესაც ქალაქი ჯერ კიდევ არ არის გაწმენდილი მტრებისგან, ხერსონელები თავად წმენდენ შენობებსა და ქუჩებს რუსული სიმბოლოებისგან. 

ჩვენი დამცველებისგან გათავისუფლებულ ყველა ქალაქში მსგავსად ხდებოდა, იგივე მოხდება იქაც, სადაც კვლავ ელოდებიან ჩვენს დაბრუნებას. უკრაინა მის ყველა მოქალაქესთან მივა, დიპლომატიისა და ბრძოლის მიმართულებით ჩვენი სიძლიერის დამსახურებით ჩვენ აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. 

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში უკრაინელი მებრძოლების დაბრუნებაზე საუბრისას. 

კომენტარები