ფრონტის ხაზზე, განსაკუთრებით, სამხრეთით არსებულ ვითარებაზე მოხსენებები მოვისმინე. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მიწის ოკუპანტებისგან გათავისუფლებას. გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სიტუაციის სტაბილიზებისთვის პირველადი ზომები გავატარეთ. მოქალაქეებს მშვიდობიანი ცხოვრება უნდა დავუბრუნოთ, ისინი ამას დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ.
ასევე განვიხილეთ მტრის თავდასხმებისგან ენერგეტიკული ინსფრასტრუქტურის დაცვის საკითხი და იმ ობიექტების აღდგენა, რომლებიც რუსების მიერ დაბომბვის დროს დაზიანდა. უკრაინა მზად უნდა იყოს ზამთრისთვის ისე, როგორც შეგვიძლია. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენ გვჯერა უკრაინის შეიარაღებული ძალების. გამარჯვებისთვის ვმუშაობთ, დიდება უკრაინას!





