რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არესტოვიჩი: რუსეთის ჯარები არ ტოვებენ ხერსონს, ისინი უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაყარეს

- ძვირფასო ხერსონელებო. აი ჩვენ ვბრუნდებით. აი თქვენ ბრუნდებით. კეთილი იყოს სახლში დაბრუნება.

ბრძოლა მარჯვენა სანაპიროზე გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება და ამის შემდეგ დადგება სტაბილიზაციის ღონისძიებების რთული პერიოდი.

მოდი სწორად ვთქვათ: 

- რუსეთის ჯარები არ ტოვებენ ხერსონს 

ისინი ხერსონიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაყარეს

მძიმე ბრძოლით, დანაკარგებით, მტრის ბინძური მეთოდებით, გადასასვლელებზე მუშაობით, მძიმე და სისხლიანი სამხედრო შრომით.

Twitter-ზე წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მეთუარის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ, ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა

კომენტარები