რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი რუსეთთან კომპრომისებისკენ დღემდე გვიბიძგებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი
REUTERS/Valentyn Ogirenko

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დღემდე არსებობს ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი, რომელიც მას რუსეთთან კომპრომისებისკენ უბიძგებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ჩეხურ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

კითხვაზე უბიძგებს თუ არა ვინმე უკრაინის პრეზიდენტს რუსეთთან კომპრომისებისკენ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასე უპასუხა:

"ვფიქრობ, ქვეყნების ზოგიერთი ლიდერი, რა თქმა უნდა, ისურვებდა. არ მსურს ახლა ამის შეფასება, რადგან ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი, რომ ვიღაც ცდილობს, მიბიძგოს [ამისკენ]. ჩვენ იქ [რუსეთთან მოლაპარაკებებზე] უკვე ვიყავით. ჩვენთვის იქ ახალი არაფერია, არანაირი სიურპრიზი. მე უკვე ვიცი, რით დასრულდება ეს ისტორია. ამიტომ, არ მსურს ველოდო დასასრულს, რადგან ეს არ იქნება "ბედნიერი დასასრული" ამ ქვეყანასთან, ამ მეზობელთან. ჩვენ უნდა ავაშენოთ ძალიან პრაგმატული ურთიერთობები, რაგან ისინი ძალიან საშიშები არიან. ჩვენ ახლა მათი პოლიტიკის შედეგებს ვხედავთ". - თქვა ზელენსკიმ.

გარდა ამისამ უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის 31 წლის განმავლობაში, უსაფრთხოების ძლიერი სისტემის შექმნა ვერ მოხერხდა. მისი თქმით, უკრაინა რუსეთის მხრიდან ასეთ სისასტიკეს და აგრესიას არ ელოდა და ეს უკრაინის პოლიტიკური წრის ყველაზე დიდი შეცდომაა.

კომენტარები