ენმ

მელია: პრაიმერისი ჩემთვის სისულელეა – განწირულია მარცხისთვის

მე, ანუ ნაციონალურ მოძრაობას მეუბნებით, რომ უარს ვაცხადებ თანამშრომლობაზე. უარს კი არ ვაცხადებ, პირიქით, ხელს ვუწყობთ, რომ ეს გაერთიანება არა, თანამშრომლობა იყოს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან. ოღონდ სისულელე, რომელიც არის ჩემთვის სისულელე – პრაიმერისი, სადაც, თურმე, 1 000 დელეგატი უნდა მოიყვანოს ერთმა პარტიამ და ნაციონალურმა მოძრაობამაც 1 000 და არა, თუნდაც, 100 ათასი და ასე გავიდეს ვიღაც ფონს... ეს უბრალოდ განწირულია მარცხისთვის, რეჟიმის წისქვილზე ასხამს წყალს და ამის მაგალითი არსებობს შარშანდელი და შარშანწინდელი.

ეს რომ გვდომოდა, პრაიმერისს ჩავატარებდით და თბილისშიც, რუსთავშიც, ქუთაისშიც, თელავშიც, ყველგან იქნებოდა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი. გაგიხარდებოდათ ეს?

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მთავარი არხის ეთერში საუბრისას.

კომენტარები