ჭყლეტა სეულში

24 წლის მომღერალი და მსახიობი ლი ჯიჰანი სეულში ჭყლეტისას დაიღუპა

Deadline

24 წლის სამხრეთკორეელი მომღერალი და მსახიობი ლი ჯიჰანი 29 ოქტომბერს, სეულში მომხდარი ჭყლეტისას დაიღუპა. ინფორმაციას მომღერლის სააგენტო 935 Entertainment ავრცელებს.

"დღეს სამწუხარო ამბავი გვაქვს, ლი ჯიჰანი გარდაიცვალა. გვსურს მივუსამძიმროთ მის ოჯახს და ყველას ვინც ის უყვარდა". 

ჯიჰანი სამხრეთკორეული გასართობი ინდუსტრიის ამომავალი ვარსკვლავი იყო. მან სახელი გაითქვა მუსიკალურ კონკურს Produce 101-ში მონაწილეობით. 2019 წლიდან თამაშობდა ფილმებსა და სერიალებში.

29 ოქტომბერს ჰელოუინის აღსანიშნავად სეულის ცენტრში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. მალევე, თვითმხილველთა თქმით, შეკრებილებისთვის მოძრაობა შეუძლებელი გახდა, სუნთქვა კი გართულდა. ამ დროისთვის გარდაცვლილია 154 ადამიანი. დეტალურ ინფორმაციას სეულში მომხდარი ტრაგედიის შესახებ გაეცანით ამ ბმულზე.

კომენტარები