დიდი ბრიტანეთი-უკრაინა

რიში სუნაკი უკრაინაში ვიზიტს გეგმავს – უკრაინის ელჩი ბრიტანეთში

Dan Kitwood/Getty Images

გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს ინფორმაციით,  ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის უკრაინაში ვიზიტისთვის მზადება დაწყებულია.

ელჩმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ პირველი სახელმწიფო ლიდერი, ვისაც რიში სუნაკმა პრემიერმინისტრად არჩევის შემდეგ დაურეკა, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იყო.

"ვიცი, რომ ძალიან კარგი საუბარი იყო, რომლის დროსაც შევთანხმდით, რომ რიში სუნაკი უკრაინას ეწვევა. ზუსტად როდის მოხდება ეს? ამაზე უკვე ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან გაერთიანებული სამეფოს მთავრობიდან". – თქვა პრისტაიკომ.

26 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთის ახლად არჩეულ პრემიერმინისტრს რიში სუნაკს ტელეფონით ესაუბრა და ის უკრაინაში მიიწვია

სუნაკმა უკრაინელებს მხარდაჭერა და სოლოდარობა გამოუცხადა. 

"უკრაინის პრეზიდენტთან საუბრის პრივილეგია მქონდა. მასაც და უკრაინელ ხალხსაც შეუძლიათ დიდი ბრიტანეთის მუდმივი სოლიდარობისა და მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით უკრაინის გვერდით".- წერს სუნაკი. 

კომენტარები