უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის თქმით, უკრაინამ რუსეთის მიერ დაწყებულ ომში გამარჯვებისთვის საჭირო ოთხი პირობა წამოაყენა, რომელსაც ხელი დასავლეთის ლიდერებმა მოაწერეს.
"გაერთიანებულმა დასავლეთმა მკაფიოდ აღნიშნა: უკრაინაში გამარჯვების კონტურებს თავად უკრაინა განსაზღვრავს, ხოლო ჩვენი საქმე მათი დახმარებაა. როგორც გუშინ შოლცმა თქვა: "ჩვენ მზად ვართ, უკრაინას ათწლეულების მანძილზე დავეხმაროთ". ეს არ გულისხმობს ომის დროს დახმარებას, არამედ ომისშემდგომი რეკონსტრუქციის ნაწილს". - თქვა არესტოვიჩმა.
არესტოვიჩის თქმით, დასავლეთი უკრაინის გამარჯვების ოთხ პირობას განიხილავს.
"ისინი ამაზე, როგორც დაგეგმვის ელემენტზე, უკვე მუშაობენ. ეს პირობები ძალიან მარტივია:
- ტერიტორიების სრული გათავისუფლება
- ომის დამნაშავეების ექსტრადაცია
- რეპარაციების გადახდა
- პუტინის დამხობა
ყველაფერი გარკვეულია, ყველაფერი ძალიან მარტივია. ჩვენ ასე ჩამოვაყალიბეთ გამარჯვება და დასავლეთმა პირობა დადო, რომ მიზნის მიღწევაში ყველანაირად დაგვეხმარებიან". - თქვა არესტოვიჩმა.