რუსეთი-უკრაინის 2022 წლის ომი

ირანი: თუ დავრწმუნდებით, რომ უკრაინაში ირანულ დრონებს იყენებენ, გულგრილი არ დავრჩებით

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის თქმით, თუ მოხდება ირანის დარწმუნება, რომ ირანული დრონების გამოყენება ხდება უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ირანი ამ ფაქტის მიმართ გულგრილი არ იქნება.

"თუ დავრწმუნდებით, რომ უკრაინის ომში ხალხის წინააღმდეგ ირანულ დრონებს იყენებენ, ჩვენ გულგრილი არ დავრჩებით". – თქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა

ბოლო კვირებში რუსეთი უკრაინაში აქტიურად იყენებს ირანული წარმოების ე.წ. კამიკაძე დრონებს. ამ შეიარაღების რუსეთისთვის მიწოდებას უარყოფენ თეირანსა და მოსკოვში.

20 ოქტომბერს დიდმა ბრიტანეთმა სამ ირანელ გენერალსა და ერთ კომპანიას რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გამო სანქციები დაუწესა.

19 ოქტომბერს ირანს, ამავე მიზეზით, სანქციები დაუწესა ევროკავშირმაც, ხოლო სანქცირების აშშ-მ მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარები