რეკლამა

(რ) შეიძინე ბავშვის სათამაშოები Extra-ზე

უდიდესი ინტერნეტ მოლი extra.ge ყველანაირი ასაკის, გემოვნებისა და მოთხოვნების ადამიანის სურვილებს აკმაყოფილებს, რადგან ექსტრაზე წარმოდგენილია ათიათასობით დასახელების პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიიდან იქნება ეს სილამაზე, ჯანმრთელობა, ბაღი, სახლი, მარკეტი, ავტო სამყარო თუ სხვა.

ბუნებრივია, ექსტრას უყურადღებოდ არ დაუტოვებია საბავშვო სეგმენტი და მის სივრცეში თავს იყრის ბავშვის სათამაშოების უჩვეულოდ დიდი ასორტიმენტი. საიტზე წარმოდგენილია როგორც ცნობილი ბრენდების ნაწარმი, ასევე ნაკლებ ცნობილი მწარმოებლების უმაღლესი ხარისხის მასალებით შექმნილი გასართობები, რომელიც ნებისმიერ პატარას გაახარებს.

ექსტრაზე, სათამაშოების კატეგორიის არჩევისას თვალწინ გადაგეშლებათ სათამაშოების უდიდესი სამყარო, სადაც წარმოდგენილია კონსტრუქტორები, სამაგიდო თამაშები, სათამაშო ტრანსპორტი, რბილი სათამაშოები, ეზოს სათამაშოები, დისტანციური მართვის სათამაშოები, იარაღები, თოჯინები და მათი აქსესუარები, მუსიკალური, ინტერაქტიული, კრეატიული წარმოსახვითი სათამაშოები, საკოლექციო მოდელები და.ა.შ. ბუნებრივია, ასეთ ასორტიმენტში არჩევანის გაკეთება რთულია, შეიძლება დილიდან დაღამებამდე ათვალიეროს ადამიანმა ექსტრას სათამაშოების კატეგორია, რადგან თითოეული მათგანი იმდენად საინტერესოდაა წარმოჩენილი, ვერ წყდები და გადაწყვეტილების მიღება გიჭირს. ასეთ ვითარებაში კარგი დამხმარეა ბავშვის ასაკი, რადგან საიტზე სათამაშოები ასაკობრივი ჯგუფის მიხედვითაა დალაგებული.

სათამაშო გასართობთან ერთად ახალ უნარებს უნდა ასწავლიდეს ბავშვს, ლოგიკური აზროვნების განსავითარებლად ძალიან კარგია ფაზლები, ამ ტიპის გასართობების მოყვარულებმა, უნდა იცოდეთ, რომ ექსტრაზე სხვადასხვა ტიპის, ფორმის და სირთულის ფაზლებს ნახავთ. მოგეხსენებათ, რაც უფრო მეტი ნაწილი აქვს ფაზლს, მისი აწყობა უფრო რთული და საინტერესოა, ინტერესის სფეროდან გამომდინარე, საიტზე ნახავთ სხვადასხვა თემატიკის ფაზლებს, მაგალითად, დროშებსა და გერბებს, 1000 ნაწილიან ვენეციას, 3დ ფაზლს კოსმოსურ კვლევებზე და.ა.შ. შერჩევის შემდეგ ძალიან მარტივად მოათავსებთ კალათში სასურველ სათამაშოს და შეიძენთ ნაღდი ანგარიშსწორებით, ბარათით ან პლიუს ქულებით. ექსტრაზე ხშირადაა ფასდაკლებები და ქეშბექ აქციები, რაც მათთან შოპინგს ერთი ორად მიმზიდველს ხდის.

მიწოდების სერვისი, რომელიც როგორც წესი მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს, ამარტივებს ისეთი სათამაშოს შეძენას, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში თქვენს ქალაქსა თუ სოფელში არ არის. ასეთ ვითარებაში ონლაინ შოპინგი ხომ საუკეთესო ვარიანტია. მით უმეტეს, რომ ექსტრას კურიერებს ნებისმიერ ნივთი უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიაქვთ წინასწარ მითითებულ მისამართზე.

გაახარეთ პატარები ექსტრას სათამაშოებით, იშოპინგეთ სახლიდან გაუსვლელად და
მიიღეთ შენაძენი იქ, სადაც გაგიხარდებათ.

 

კომენტარები