აშშ

აშშ-ში, მისურის შტატის სკოლაში სროლას 3 ადამიანი ემსხვერპლა – მათ შორის ერთი მოზარდია

AP

ამერიკის შეერთებულ შტატებში, მისურის შტატში, ქალაქ სენტ-ლუისის ერთ-ერთ სკოლაში სროლას, სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორისაა თავდასხმაში ეჭვმიტანილი შეიარაღებული პირიც.

დაღუპულთა შორის არიან ზრდასრული ქალი და მოზარდი გოგოც. ქალაქის პოლიციის ინფორმაციით, სროლის შედეგად ექვსი სხვა ადამიანი დაიჭრა.

ეჭვმიტანილის ვინაობა ამჟამად უცნობია, თუმცა პოლიცია დაახლოებით 20 წლის კაცს აღწერდა.

კომენტარები