ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის აეროპორტის გახსნა 31 ოქტომბრამდე გადაიდო, რეისები კვლავ თბილისიდან შესრულდება

WizzAir

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეისების მიღებას 31 ოქტომბრიდან შეძლებს. Wizz Air და FlyArystan-ი რეისები კვლავ თბილისიდან შესრულდება.

"არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის საფუძველზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება და აეროპორტი რეისების მიღებას 31 ოქტომბრიდან შეძლებს. ამ პერიოდში კი რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება.

ავიაკომპანიებს, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებენ ( Wizz Air, Wizz Air Abu Dhabi, FlyArystan) ინფორმაცია ამის შესახებ მიწოდებული აქვთ და თავის მხრივ მგზავრებს აცნობეს/აცნობებენ“, - ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებაში.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია 10 ოქტომბერს დაიწყო და 24 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო. ამ პერიოდში ავიაკომპანია Wizz Air ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებდა.

კომენტარები