რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაიდაი: გეგმები, რომლებიც ოკუპანტებმა საკუთარ თავებს დაუსახეს, მთლიანად ჩავარდა

სერგეი გაიდაი

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, ოკუპანტებს ყველა აქამდე დასახული გეგმა ჩაუვარდათ

"აშკარაა, რომ გეგმები, რომლებიც ოკუპანტებმა საკუთარ თავებს დაუსახეს, მთლიანად ჩავარდა. 

ამინდი ცოტა შემაფერხებელია ჩვენთვის, რადგან დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების საზღვარზე ამჟამად წვიმს, რაც ტექნიკის გადაადგილებასა და შესაბამისად, შეტევას ანელებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ლუგანსკის ოლქის გენერალური შტაბისგან კარგ ამბებს მივიღებთ". - თქვა გაიდაიმ. 

ასევე, გაიდაის ინფორმაციით, ოკუპანტები ბელგოროდში თავდაცვით სიმაგრეებს აშენებენ. გაიდაის აზრით, აშკარაა, რომ ისინი ოკუპირებული ტერიტორიების დასატოვებლად ემზადებიან. 

გაიდაიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ძალიან ბევრი იარაღი, ტექნიკა და სამხედრო პერსონალი დგას. მისი თქმით, რუსები უკრაინის ჯარების პოზიციებს გაუთავებლად უტევენ, თუმცა უკრაინელი სამხედროები საუკეთესოდ მოტივირებული არიან. 

"ჩვენთვის მთავარია უკრაინელი სამხედროების სიცოცხლე გადავარჩინოთ, ამიტომ მიეცით მათ გადაადგილების საშუალება, რათა შესაბამისად შეძლონ ჩვენი ტერიტორიების დაცვა და გათავისუფლება". - თქვა გაიდაიმ. 

კომენტარები