რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: გასულ ღამეს ირანული წარმოების 16 კამიკაძე დრონი Shahed-136 ჩამოვაგდეთ

უკრაინის ცნობით, გასულ ღამეს საჰაერო თავდაცვამ 16 Shahed-136 კამიკაძე დრონი ჩამოაგდო. 

ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა Telegram-ზე ავრცელებს. 

კერძოდ, მათი ცნობით, მიკოლაივის რაიონში, საჰაერო სარდლობის "სამხრეთის" საჰაერო თავდაცვის ძალებმა და გაანადგურეს მტრის 11 თვითმფრინავი.

დარჩენილი კამიკაძე დრონები გაანადგურეს საზენიტო მსროლელებმა უკრაინის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთში.

ბოლო კვირებში რუსეთი უკრაინაში აქტიურად იყენებს ირანული წარმოების ე.წ. კამიკაძე დრონებს. ამ შეიარაღების რუსეთისთვის მიწოდებას უარყოფენ თეირანსა და მოსკოვში.

ბრიტანეთის საგარეო უწყებას აღნიშნული აქვს, რომ რუსეთი ირანულ დრონებს იყენებს როგორც კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ისე სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმისთვის და უკრაინელ ხალხს ტოვებს ენერგომომარაგების გარეშე.

20 ოქტომბერს დიდმა ბრიტანეთმა სამ ირანელ გენერალსა და ერთ კომპანიას რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გამო სანქციები დაუწესა.

19 ოქტომბერს ირანს, ამავე მიზეზით, სანქციები დაუწესა ევროკავშირმაც, ხოლო სანქცირების აშშ-მ მზადყოფნა გამოთქვა.

 

კომენტარები