რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: მტერმა მთლიანად დატოვა ხერსონის ორი დასახლება

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ჯარები კვლავ აგრძელებენ ხერსონის ოლქის ტერიტორიების დატოვებას, მათ შორის მათ უკვე მთლიანად გაათავისუფლეს ჩარივნისა და ჩკალოვის დასახლებები.

"რუსეთის საოკუპაციო ძალების ცალკეული ნაწილები კვლავ აგრძელებენ ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დატოვებას. ამავე დროს, გახშირდა ადგილობრივი მოსახლეობის ძარცვისა და მაროდიორობის შემთხვევები. არსებული ინფორმაციით, მტერმა სრულად დატოვა ჩარივნისა და ჩკალოვის დასახლებები. ბერისლავიდან ოფიცრები და სამედიცინო ოფიცრები ევაკუირებულნი არიან". – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 21 ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, რუსულმა ჯარებმა  ხერსონის ოლქიდან უკან დახევა დაიწყეს. ISW-ის ვარაუდით, რუსი სამხედროები მომდევნო რამდენიმე კვირის მანძილზე უკან დახევას გააგრძელებენ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინული ძალები მათ არ შეუტევენ. 

კომენტარები