რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლეიენი: უკრაინის ელექტროსადგურებსა და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა ომის დანაშაულია

European Commission

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, უკრაინის ელექტროსადგურებსა და ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ სარაკეტო დარტყმებითა და დრონებით თავდასხმა ტერორისტული აქტია და სამხედრო დანაშაულს უტოლდება.

"გუშინ, ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით მოწმე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ წერტილოვანი დარტყმების, მკაფიო მიზნით, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, დატოვოს კაცები, ქალები და ბავშვები წყლის, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე. ეს სუფთა ტერორია და ასეც უნდა ვუწოდოთ". - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

კომენტარები