გერმანია

გერმანიის კიბერუსაფრთხოების უფროსი რუსეთთან შესაძლო კავშირის გამო გაათავისუფლეს

გერმანიის იბერუსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, არნე შოინბომი

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეიზერმა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან შესაძლო კავშირის გამო ქვეყნის კიბერუსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, არნე შოინბომი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ეს გადაწყვეტილება გერმანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არნე შონბომს მის მიერ დაარსებული კიბერუსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანიის გავლით რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან ჰქონდა კავშირი. გერმანიამ საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ეთერში შონბომის გერმანიის კიბერუსაფრთხოების საბჭო KGB-ს ყოფილი თანამშრომლის მიერ დაარსებული რუსული კომპანიის გერმანულ შვილობილად დასახელდა. 

შონბომმა გერმანიის კიბერუსაფრთხოების საბჭო 2012 წელს დააარსა და კომპანიებსა და სახელმწიფო უწყებებს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით რჩევებს აძლევდა. 2016 წელს ის ინფორმაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (BSI) ხელმძღვანელი გახდა.

"სამუდამოდ დააზიანა საზოგადოების ნდობა მისი ოფისის, როგორც გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვანი კიბერუსაფრთხოების უწყების ნეიტრალურობისა და მიუკერძოებლობის მიმართ". - წერია განცხადებაში.

კომენტარები