გერმანია

ტუნბერგი გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, არ დახურონ ატომური ელექტროსადგურები

გრეტა ტუნბერგი

შვედმა კლიმატის აქტივისტმა, გრეტა ტუნბერგმა გერმანიის მწვანეთა პარტიის ატომური ენერგიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, მთავრობას მოუწოდა, რომ არ დახურონ ატომური ელექტროსადგურები და არ მიატოვონ არსებული ტექნოლოგიური რესურსი. 

გერმანიაში ამჟამინდელი გეგმებით, სამივე დარჩენილი ატომური ელექტროსადგური წლის ბოლოს დაიხურება.

"მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს ცუდი იდეაა. თუ ისინი უკვე მუშაობენ, ვფიქრობ, შეცდომა იქნება მათი ნახშირის სასარგებლოდ დახურვა". - თქვა ტუნბერგმა.

საწინააღმდეგო პოზიციის გამო, გერმანიის ვიცე კანცლერს და ეკონომიკის მინისტრს მწვანეთა პარტიიდან, რობერტ ჰაბეკს მკაცრად აკრიტიკებენ. ჰაბეკის აზრით, ერთი ატომური ელექტროსადგური სრულად უნდა დაიხუროს, დანარჩენი ორი კი, შემცირებული ფუნქციებით, "მიძინებულად შენარჩუნდეს". 

ტუნბერგის კომენტარს გერმანიის ფინანსთა მინისტრი, კრისტიან ლინდნერიც გამოეხმაურა.

"მივესალმები გრეტა ტუნბერგის პოზიციას, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს ატომურ ელექტროსადგურებს, დარჩნენ მოქმედნი. ამ ენერგეტიკულ ომში, ელექტრო სიმძლავრის ყველა ხელმისაწვდომი წყარო უნდა იყოს მიბმული ქსელთან". - თქვა მან. 

კომენტარები