რეკლამა

(რ) ბუღალტერიის განვითარების პროექტში BOG-ს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა უერთდება

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბუღალტერიის გაციფრულების პროექტში საქართველოს ბანკს პარტნიორობას USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა გაუწევს. რაც იმას ნიშნავს, რომ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები შეძლებენ კიდევ უფრო მეტად გამოიყენონ ბუღალტერიის გაციფრულების შესაძლებლობები.

კერძოდ, მიიღონ დაფინანსება გაციფრულებისთვის და ასევე, ისარგებლონ საბუღალტრო მომსახურებით. აღსანიშნავია, რომ USAID-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსება ვრცელდება ისეთ სფეროებზე, როგორიცაა: ტურიზმი, ინტელექტუალური სერვისები, მსუბუქი მრეწველობის ან კრეატიული ინდუსტრიების მიმართულება.

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი იქნება ისეთი  წამყვანი კომპანიების სერვისები როგორიცაა:  Balance-ი და Nexia TA. საქართველოს ბანკის პარტნიორი კომპანიების ეს შეთავაზება ასევე, მოიცავს ბუღალტრული სერვისებისთვის სპეციალურ ფასდაკლებასა და უფასო მომსახურებას.

„მოხარული ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოს ბანკთან, რათა დავეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესს მათი საბუღალტრო პროცესებისა და ფინანსური ანგარიშების გაციფრულებაში. მხარდაჭერის შედეგად, ბიზნესები შეძლებენ მნიშვნელოვნად შეამცირონ დაფინანსებისთვის საჭირო დრო, რადგან ციფრული პროცესები საქართველოს ბანკის ანალიტიკურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან სრულად იქნება ინტეგრირებული. ეს ინიციატივა ერთერთი მიმართულებაა, რომლითაც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა  მცირე და საშუალო ბიზნესს ციფრული ეკოსისტემის ათვისებაში ეხმარება და რაც მათ ეფექტურობასა და დაფინანსების პოტენციალს გაზრდის“, - განაცხადა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა, მარკ მაკკორდმა.

"საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს საინტერესო პროექტების განხორციელებას. მოხარული ვართ, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესს, მოაწესრიგონ ციფრული ბუღალტერია და ისარგებლონ ისეთი კომპანიების განსაკუთრებული მომსახურებით როგორიცაა -  Balance-ი და Nexia TA.  ვფიქრობთ, ამით  ხელს შევუწყობთ მათთვის ფინანსურ ხელმისაწვდომობას, რადგან ისინი შეძლებენ მოწესრიგებული ბუღალტერიით კიდევ უფრო მეტი  და ახალი შესაძლებლობა შექმნან საკუთარი ბიზნესისთვის" - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა ბიზნესის წახალისების მიზნით ბუღალტერიის განვითარების პროგრამა  რამდენიმე თვის წინ შეიმუშავა და ის სამ მიმართულებას მოიცავს. ესენია: ბუღალტერიის გაციფრულება, სრული ბუღალტრული სერვისი და ფინანსური ინფორმაციის სწრაფი მიმოცვლა. პროგრამაში ჩართვის მსურველი ბიზნესები შეძლებენ აირჩიონ სასურველი, ერთი ან რამდენიმე მიმართულება და ისარგებლონ მათ ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული უპირატესეობებით.

პროგრამის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://go.bog.ge/3yLdabA

კომენტარები