რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორელი: მორალური, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით, რუსეთი ომს აგებს

უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისრის, ჯოზეფ ბორელის თქმით, მორალური, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით, რუსეთი ომს აგებს. ამის შესახებ ბორელმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ისაუბრა.

"დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი საკითხი უკრაინა იქნება, საიდანაც დილიდან ცუდ ამბებს ვიგებთ. დილით მძიმე თავდასხმა განხორციელდა კიევზე დრონების გამოყენებით. ჩვენ განვიხილავთ არსებულ მდგომარეობას და მივიღებთ ზომებს. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ახლა მივიღებთ, უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ ტრანშსა და საწვრთნელ მისიას ეხება. იმედი მაქვს, ყველა თანახმა იქნება. ომის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები გრძელდება და ეს იგრძნობა მთელ მსოფლიოში. რუსეთი კი სულ უფრო მეტად არის იზოლირებული, როგორც ეს ვნახეთ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრის დროს. მორალური, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით, რუსეთი ამ ომს აგებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა". - თქვა ბორელმა.

გარდა ამისა, ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაში მონაწილეობას უკრაინის საგარე საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებაც მიიღებს.

კომენტარები