საქართველო-მოლდოვა

17 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილი მოლდოვაში გაემგზავრება და პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხვალ, 17 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილი მოლდოვაში გაემგზავრება და პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდება. 

ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებითაც შედგება, რის შემდეგაც პრეზიდენტები მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.

მათივე ცნობით, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერმინისტრთან, ნატალია გავრილიცასთან და მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, იგორ გროსუსთან.

კომენტარები