რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს რეგიონის დეოკუპაციისთვის ემზადებიან – ფედოროვი

უკრაინელი სამხედროები უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დროშას აფრიალებენ
 Arsen Petrov via Twitter

უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებულ ნაწილის რუსი დამპყრობლებისგან გასათავისუფლებლად ემზადებიან.

ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა Telegram-ზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა იმ წარმატებებზე, რომელსაც უკრაინელებმა რეგიონში მიაღწიეს. 

კერძოდ, მისი ინფორმაციით, გულიაიპოლეს მახლობლად განადგურდა საბრძოლო მასალის საცავი და დაიჭრა 20-ზე მეტი ოკუპანტი. ტოკმაკში განადგურდა 10 ერთეული სამხედრო ტექნიკა და დაიჭრა 40-მდე რუსი სამხედრო; პოლოგში - 30-მდე დაჭრილი დამპყრობელი; კამენკა-დნეპროვსკაიაში განადგურდა 7 ერთეული სამხედრო ტექნიკა და დაიჭრა 40-მდე რუსი დამპყრობელი.პარალელურად, ზუსტდება დაღუპულთა რაოდენობა. 

"ორეხოვის, კონსკიე რაზდორისა და ტოკმაკის დასახლებების რაიონებში დაშავდა 100-მდე დამპყრობელი. მათ შორის 25-ზე მეტი ახლახან იყო მობილიზებული. ბერდიანსკის დასახლების მიდამოებში 4 S-300 კომპლექსი  განადგურდა". - დასძინა ფედოროვმა.

კომენტარები