რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკა: ჩვენ გვჯერა გამარჯვების, დღეს და ყოველთვის

ოლენა ზელენსკა

უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას თქმით, უკრაინელ ხალხს გამარჯვების სჯერა, დღეს და ყოველთვის.

"უკრაინის დამცველები ჩვენი ხალხის თავისუფლების მხარდაჭერის სიმბოლოა. ყოველი დღე თქვენი დღეა, რადგან თქვენ ირჩევთ ჩვენს უფლებას სიცოცხლისთვის. თქვენ ყველანი ჩვენი გმირები ხართ. საუკეთესო და უძლეველი. მადლობას გიხდით და გვჯერა გამარჯვების, დღეს და ყოველთვის. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!". - წერს უკრაინის პირველი ლედი.

უკრაინელ დამცველებს 14 ოქტომბერი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიულოცა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის.

კომენტარები