რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: დღეს მადლიერებას გამოვხატავთ მათ მიმართ, ვინც უკრაინისთვის იბრძოდა და იბრძვის

14 ოქტომბერს ჩვენ უკრაინის დამცველთა დღეს აღვნიშნავთ. ეს დღე არის მათი, ვინც იბრძვის. ეს დღე არის ის, რისთვისაც ვიბრძვით. ეს არის დღე, თუ როგორ გამარჯვებას მოვიპოვებთ ჩვენ.  

14 ოქტომბერს ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ. მადლიერებას ყველას მიმართ, ვინც უკრაინისთვის წარსულში იბრძოდა და ყველას მიმართ, ვინც ახლა იბრძვის. ყველას მიმართ, ვინც აქამდე გაიმარჯვა და ყველას მიმართ, ვინც ახლა აუცილებლად გაიმარჯვებს. 

გამარჯვება არის ის, რაც წარმატების გვირგვინს დაადგამს ჩვენი ხალხის მრავალი თაობის ბრძოლას. ხალხის, რომელსაც ყველაზე მეტად მუდამ ერთი რამ უნდოდა - თავისუფლება. მათთვის და მათი ბავშვებისთვის. 

გილოცავთ უკრაინის დამცველთა დღეს! გილოცავთ ღვთისმშობლის შუამავლობის დღესასწაულს! გილოცავთ უკრაინელი კაზაკების დღეს!

დიდება ყველა გმირს! დიდება ყველას, ვინც იბრძვის, შრომობს და სხვებს ეხმარება! დიდება უკრაინას!

წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. 

კომენტარები