რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: უკრაინამ, ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერით, უნდა დასაჯოს სარაკეტო ტერორისტები

ჩვენი მტერი მიიჩნევს, რომ სარაკეტო დარტყმები ეფექტური შემაკავებელია. ეს ასე არაა. ეს არის ომის დანაშაულებები. დაუღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. უკრაინამ, ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერით, უნდა დასაჯოს სარაკეტო ტერორისტები და ამას გააკეთებს.

რუსეთის სარაკეტო ტერორზე საუკეთესო პასუხი არის უკრაინისთვის საზენიტო და სარაკეტო სისტემების მიწოდება - დაიცავი ცა უკრაინის თავზე! ეს დაიცავს ჩვენს ქალაქებს და ჩვენს ხალხს. ეს დაიცავს ევროპის მომავალს. ბოროტება უნდა დაისაჯოს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკს რეზნიკოვი Twitter-ზე წერს. 

კომენტარები