რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინის ომში ჩართული სამხედრო ჯარების ახალი მეთაური დანიშნა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში მიმდინარე ომში მოქმედი ჯარების ახალი მეთაურის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში რუსეთის "ჯართა გაერთიანებული დაჯგუფების" მეთაურად გენერალი, სერგეი სუროვიკინის დანიშვნა გამოაცხადა. 

სუროვიკინმა სამხედრო კარიერა 1983 წელს დაიწყო, ის რამდენიმე კონფლიქტში მსახურობდა და, ამასთანავე, სანქცირებულია ევროკავშირის მიერ.

სუროვიკინმა პირველად სამხედრო სამსახური ავღანეთში დაიწყო, მანამდე ჩეჩნეთის ომში ქვედანაყოფს მეთაურობდა. იგი ასევე მსახურობდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსად.

მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის ოპერაციებში სირიაში, როდესაც რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავებმა აჯანყებულთა მიერ დაკავებულ რაიონების დიდი ნაწილი გაანადგურა. 2017 წელს ის რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლად დაინიშნა და გასულ წელს არმიის გენერლად დააწინაურეს.

სირიაში ყოფნისას მას მიენიჭა რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება.

ევროკავშირის სანქციები კი მიმდინარე წლის თებერვალში დაუწესდა: უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს საჰაერო კოსმოსური ძალების მეთაურად მსახურობდა.

კომენტარები