ბიძინა ივანიშვილის საქმე

თავდაცვის მინისტრი: ივანიშვილის კაპიტალი საქართველოში მთლიან შიდა პროდუქტს ქმნის

მინდა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ერთი რამე გაიაზროს. ბატონი ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი საქართველოში მთლიან შიდა პროდუქტს ქმნის. მისი კაპიტალის 80% იმ საქმეებს ხმარდება, რასაც საქართველოს მოსახლეობა საკუთარი ფულით უნდა ვაფინანსებდეთ. ასე რომ, მინდა, ეს ყველამ გაიაზროს, საქართველოს მოქალაქემ, თუ სხვამ. თქვენ იცით, რომ ეს თანხები განსხვავებულ რეჟიმში მოექცა და ქართუ ფონდიდან დაფინანსდება. შეგვიძლია ასე ვთქვათ, რომ ეს ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს ფულია. ასე რომ, თუ ამის უკან ამ თანხების უკანონოდ მითვისების რაიმე განზრახვა დგას, ეს არის ჩვენს მთლიან პროდუქტში მონაწილე კაპიტალი. ამაზე მინიმუმ შინაგანი პროტესტი ყველას უნდა ჰქონდეს.

ამბობს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე TV იმედის ეთერში ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის დავაზე. ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-სთან მრავალწლიანი დავის მოგების შემდეგ შვეიცარიული ბანკის მიერ დანიშნულ რწმუნებულ Green Vals Trust-ს გერნისის სასამართლოში უჩივის.

კომენტარები