ბორელი: ევროკავშირმა უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებითი თანხები უნდა გამოუყოს

ჯოზეფ ბორელი
REUTERS/ Johanna Geron

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირმა უკრაინას სამხედრო მხარდაჭერისთვის დამატებითი თანხები უნდა გამოუყოს. ამის შესახებ მან პრაღაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ისაუბრა.

"წევრი ქვეყნების ლიდერებს ვაპირებ ვთხოვო, მხარი დაუჭირონ წინადადებას მშვიდობის ევროპული ფონდისთვის ახალი ტრანშის გამოყოფას, რათა გაგრძელდეს უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა და ასევე, მათი შეიარაღებული ძალების მომზადება". - თქვა ბორელმა.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი 6 ოქტომბერს პრაღაში გაიხსნა. სამიტში 44 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს, მათ შორის უკრაინა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება ივლისში გადასცა.

კომენტარები