მას შემდეგ, რაც თანამედროვე სამყარო ციფრულ სიბრტყეში გადავიდა და ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად შემოიჭრა ციფრული სამყარო, ნოუთბუქები უფრო და უფრო საჭირო და აუცილებელი გახდა.
ადრე თუ მას მხოლოდ სამუშაო მიზნებისთვის იყენებდნენ, დღეს ლეპტოპი სჭირდება ყველას, განურჩევლად ასაკისა - მოსწავლეს და სტუდენტს სასწავლო პროცესში აქტიური ჩართულობისთვის, პედაგოგებს - რესურსების, წყაროების მოსაძიებლად, რათა უფრო საინტერესო გახადონ სასწავლო პროცესი, არქიტექტორებს, გრაფიკულ დიზაინერებს, ეკონომისტებს და ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანებს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.
მწარმოებლები ითვალისწინებენ დიდ მოთხოვნას ნოუთბუქების მიმართ და მაქსიმალურად ცდილობენ დახვეწონ, გააუმჯობესონ, უფრო მეტი ფუნქციით აღჭურვონ ისინი. შესაბამისად, ბაზარი გვთავაზობს სხვადასხვა ფასის, შესაძლებლობების, დიზაინის, ფერის, მოცულობის ლეპტოპებს.
ყველაზე დიდ ინტერნეტ მაღაზია extra.ge-ზე ნოუთბუქების უდიდესი არჩევანია, საიდანაც სასურველის არჩევა ნამდვილად არ გაგიჭირდება.
ნოუთბუქები ექსტრაზე შეგიძლია "დაალაგო“ ფასის ზრდის ან კლების მიხედვით, თითოეულ მათგანს დახასიათებაში მოცემული აქვს ყველა ის მნიშვნელოვანი მონაცემი, რითაც შეაფასებ მის საჭიროებას შენთვის.
ალბათ იცით, რომ ნოუთბუქის სიმძლავრე დამოკიდებულია მის პროცესორზე, ამჟამად წარმოებულ ლეპტოპებს ძირითადად აქვს Intel ან AMD პროცესორები, ყველაზე მძლავრი პროცესორი intel core i9-ია, რომლითაც აღჭურვილია Apple Macbook 1TB და მისი ფასი 10000 ლარამდეა. ეს გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო ლეპტოპი ამ ეტაპისთვის, თუმცა სანამ გული დაგწყდებათ, დაფიქრდით გჭირდებათ კი ასეთი ძლიერი მონაცემების მქონე ლეპტოპი? თუ მის შესაძლებლობებს ვერ გამოიყენებთ, მაშინ ვერც კი მიხვდებით მის უპირატესობას.
პრინციპი – "რაც უფრო ძვირია – მით უფრო უკეთესია" – ნოუთბუქის არჩევის დროს არ გამოდგება. ნოუთბუქის ფასს განსაზღვრავს ბევრი ფაქტორი – მწარმოებელი (ბრენდი), პროცესორისა და ვიდეობარათის (ვიდეოკარტის) სიმძლავრე, ფუნქციონალობა, მეხსიერება, კორპუსის მასალა, ფერი და ა.შ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სრულებით შესაძლებელია მისაღებ ფასად ისეთი ნოუთბუქის შეძენა, რომელიც იქნება სანდო, გამძლე და ერთგულად მოგემსახურებათ მრავალი წლის განმავლობაში. მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს lenovo, Asus, Dell, Acer, Hp-ის სხვადასხვა მოდელები, რომელთა ფასი მისი მონაცემების მიხედვით იცვლება.





