რეკლამა

(რ) ყოველგვარი რიგში დგომისა და ლოდინის გარეშე – eSIM სადაც და როდესაც გნებავთ

ციფრული  ბარათი იგივე eSIM-ი, არის ფიზიკური სიმ ბარათის ალტერნატივა იმავე შესაძლებლობებით. eSIM-ით სარგებლობა ბევრად უფრო კომფორტულია, აბონენტი კი მეტად დაცულია - ვირტუალური სიმ ბარათი ვერ დაიკარგება და ფიზიკური სიმ ბარათის ტელეფონში ჩადების უხერხულ პროცედურასაც აცდებით. რაც მთავარია, იმ მობილურ მოწყობილობაში, რომელსაც ორი ფიზიკური სიმ ბარათის გააქტიურების საშუალება არ გააჩნია, მომხმარებელს შეუძლია eSIM-ი მეორე ნომრად გამოიყენოს. 

eSIM-ის გააქტიურება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ბილაინის ვებ-გვერდის მეშვეობით. შესაბამისად, ბილაინის აბონენტი ნომრის აქტივააციის პროცესს სრულად ონლაინ გადის. 

eSIM-ის შეძენის პროცესი მარტივი ეტაპებისგან შედგება და საჭიროებს ტელეფონის ნომრის არჩევასა და სმარტფონის მოდელის მითითებას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვას და ფოტოს გადაღებას ვებგვერდის მეშვეობითვე. პროცესის დასასრულს, მომხმარებელი იღებს QR კოდს და მისი დასკანირებით ხდება eSIM-ის აქტივაცია. იმ შემთხვევაში თუ წაგეშალათ eSIM-ი , ბილაინი შესაძლებლობას გაძლევთ ის უფასოდ აღადგინოთ იმავე QR კოდით. 

კიდევ უფრო მეტი სიმარტივისთვის, ბილაინის ვებ-გვერდზე წარმოდგენილია აქტივაციის პროცესის აღმწერი ვიდეოები და დეტალური ინფორმაცია, როგორც iOS ასევე Android ოპერაციული სისტემების სმარტფონებისთვის. 

eSIM-ის ღირებულება 5₾ შეადგენს. ბილაინის აბონენტებს ფიზიკური სიმ ბარათის eSIM-ით შეცვლის შესაძლებლობაც აქვთ, ასევე სახლიდან გაუსვლელად და მისი ღირებულება 5₾ შეადგენს. როგორც eSIM-ის ყიდვის, ასევე ფიზიკური სიმ ბარათის eSIM-ით შეცვლის შემთხვევაში, აბონენტები ბილაინისგან 5GB ინტერნეტს საჩუქრად მიიღებენ. 

ვირტუალური სიმ ბარათით სარგებლობისთვის სმარტფონს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მხარდაჭერა. ასეთი სმარტფონების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ბილაინის ვებ-გვერდზე.

კომენტარები