რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი: მასკი ყოჩაღია, ღირსია ოფიცრის წოდება ურიგოდ მივანიჭოთ

დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი ეხმაურება Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის მიერ ჩატარებულ გამოკითხვას Twitter-ზე. 

"მასკი ყოჩაღია. ღირსია, ოფიცრის წოდება ურიგოდ მივანიჭოთ. მაგრამ ნაადრევად გაიშიფრა - მისი შემდეგი პოსტი იქნება რამე ასეთი - "უკრაინა ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა". - წერს მედვედევი Telegram-ზე. 

ილონ მასკმა გამომწერებს რუსეთ-უკრაინის ომზე, მათ შორის, ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა. 

"უკრაინა-რუსეთის მშვიდობა:

- გაეროს ზედამხედველობით, ხელახლა ჩატარდეს ანექსირებულ რეგიონებში არჩევნები. რუსეთმა დატოვოს ტერიტორია, თუ ეს უკრაინელი ხალხის ნებაა.

- ყირიმი ოფიციალურად გახდეს რუსეთის ნაწილი, როგორც ეს 1783 წლიდან იყო (ხრუშჩოვის შეცდომამდე)

- ყირიმის წყალმომარაგების უზრუნველყოფა

- უკრაინის ნეიტრალიტეტი

კი, თუ არა?". - წერს მასკი Twitter-ზე. 

კომენტარები