ამინდის პროგნოზი

გარემოს სააგენტო: 10 ოქტომბრამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 10 ოქტომბრამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ინფორმაციით, დაბლობსა და ბარში დღის საათებში ჰაერის ტემპერატურა +21, +26 გრადუსი იქნება. 5 ოქტომბერს კი აღმოსავლეთ საქართველოს ბარში  +27, +32 გრადუსამდე დათბება.

სააგენტოს ცნობით, თბილისში მიმდინარე კვირაში საღამოსა და ღამის საათებში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 5 ოქტომბერს დღის საათებში +29, +31, ხოლო 6-7 ოქტომბერს +25, +27 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. ხოლო 8-9 ოქტომბერს მოიღრუბლება, გაწვიმდება და კიდევ უფრო აგრილდება.

კომენტარები