115-ე მუხლი

R2: დმანისის არქეოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი გარდაცვლილი იპოვეს

დმანისის არქეოლოგიური გათხრების ტერიტორიაზე დმანისის არქეოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა კილაძე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

მომხდარზე ტაბულა შსს-ს დაუკავშირდა - უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არქეოლოგი გოჩა კილაძე თითქმის 20 წლის განმავლობაში ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი იყო. ის მონაწილეობდა გათხრებში, რომლის დროსაც 1.8 მილიონი წლის წინანდელი ჰომო ერექტუსის თავის ქალები იპოვეს.

კომენტარები