ფაქტია, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის უკრაინულ მოდელს ევროპარლამენტის მხრიდან მოწონება აქვს და ისიც ფაქტია, რომ უკრაინის შემთხვევაში, მას ამ კანონის იმპლემენტაციის ვალდებულება მისცეს. ასევე, ისიც ფაქტია, რომ საქართველოში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რადიკალურ ოპოზიციაში კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა, რომ სუბიექტური ინტერესების გამო ოლიგარქების ომი მიდის. შესაბამისად, ცხადია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კანონი არის ის, რასაც ამ ვალდებულების შესრულების დროს უნდა დავეყრდნოთ. ის, რომ რადიკალურ ოპოზიციაში ამ კანონის მიმართ შიშია, ეს ბუნებრივია, ვინაიდან, ეს პარტია ოლიგარქების კრიმინალურ ფულზე დგას.
tbl.ge/65cs
დაკოპირდა
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. დღეს, 3 ოქტომბერს პარლამენტში დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.
ამავე თემაზე
- პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო
- პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ჩასწორებული ვერსია ვენეციის კომისიაში გაგზავნა
- ოხანაშვილი: გთავაზობთ, პირის ოლიგარქად ცნობა მთავრობიდან ანტიკორუფციულ ბიუროს გადაეცეს
- პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაგზავნა
- ხოშტარია: კეზერაშვილის ოლიგარქობაზე საუბრით ოპოზიციამ სასარგებლო იდიოტის როლი შეასრულა