რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთმა რუსეთს ფსევდო რეფერენდუმების გამო ახალი სანქციები დაუწესა

REUTERS

დიდი ბრიტანეთი რუსეთს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების გამო ახალი სანქციებს უწესებს

"ე.წ. რეფერენდუმები, რომლებსაც იარაღის მუქარით ატარებენ, არ შეიძლება იყოს თავისუფალი ან სამართლიანი. ჩვენ ამ რეფერენდუმების შედეგებს არასდროს ვაღიარებთ. ისინი გულისხმობს ძალადობას, დაშინებას, წამებასა და იძულებით დეპორტაციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება. ბრიტანეთის სანქციები მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ფსევდო რეფერენდუმების უკან დგას, ასევე იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის რეჟიმის მიერ ამ აგრესიულ ომს მხარს უჭერენ". - წერია განცხადებაში.


21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდება.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები