ამინდის პროგნოზი

გარემოს სააგენტო: 3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

INFO POSTALIONI

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +27, +32, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში +25, +30, ქვეყნის მთიან რეგიონებში +24, +29, მაღალმთიან რაიონებში კი +20, +25 გრადუსის ფარგლებში იქნება.

სააგენტოს ცნობით, მიმდინარე კვირაში თბილისშიც თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28, +30 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

კომენტარები