თბილისის მერია

კალაძე: საცობები ყოველთვის იყო, მაგრამ ასე გადამეტებით საშვილიშვილო სამუშაოების გამოა

ქეთევან დედოფლის გამზირი და მელიქიშვილის გამზირი არის ორი უმნიშვნელოვანესი კვანძი, რომელიც დღეს გადაკეტილია, მიმდიმარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. 

ახლანდელ მდგომარეობას ავხსნი იმით, რომ ორი უმნიშვნელოვანესი კვანძი არის გადაკეტილი, მოძრაობა შეზღუდულია და ეს, რა თქმა უნდა, იწვევს იმ საცობებს დღის განმავლობაში, რაც გვაქვს. 

საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა და ეს გამოწვეულია იმ მნიშნელოვანი და საშვილიშვილო სამუშაოების გამო, რომელიც ამ ორ კონკრეტულ გამზირზე მიმდინარეობს. 

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე ქალაქში საცობებზე საუბრისას.

კომენტარები