თეა წულუკიანი

წულუკიანი: ხერგიანის ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტის საცოცი კედელი ჯერ კიდევ არ გვაქვს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ ხერგიანის ქვეყანაში ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს საერთაშორისო სტანდარტის საცოცი კედელი, ამ ინფრასტრუქტურის და ამ ფედერაციის განვითარება არის სულ რამდენიმე ენთუზიასტის, მთაზე და მთამსვლელობაზე შეყვარებული ადამიანის ენთუზიაზმის იმედზე.

შესაბამისად, ჩვენ წელს რამდენჯერმე გავზარდეთ ამ ფედერაციის მწირი ბიუჯეტი და უფრო მეტიც, კონკურსის წესით გამოვავლინეთ ორი პერსპექტიული სპორტსმენი სწრაფ ცოცვაში - გიორგი ჯაფარიძე და გიგა ჯანხოთელი, რომლებსაც დავუფინანსეთ იტალიაში მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო მწვრთნელთან მომზადება პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მოსახვედრად და შემდეგ, იმედი მაქვს, გასამარჯვებლადაც. 

კულტურის და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტში.

კომენტარები