რეკლამა

(რ) ოპტიმო – თანამედროვე პროგრამა მაღაზიებისთვის

თანამედროვე სამყაროში ბიზნესის მართვის ტექნოლოგიები დახვეწილი, სამუშაო პროცესი - მოქნილი და სისტემა ავტომატიზირებული უნდა იყოს. კალამი, ფურცელი, საანგარიშო წარსულში დარჩა და ახლა მათი ადგილი დაიკავა ისეთმა პროგრამამ, რომელიც ყველანაირად ეხმარება ბიზნესის მფლობელს და მენეჯერს საქმის გამარტივებასა და უშეცდომოდ მუშაობაში.

ოპტიმო - ეს არის მარაგების მართვისა და გაყიდვების პროგრამა მაღაზიებისა და კვების ობიექტებისათვის, რომელიც ერთ სივრცეში უყრის თავს ყველა იმ ინფორმაციას, რაც მნიშვნელოვანი და საჭიროა ბიზნესის წარმატებისა და განვითარებისთვის. მარაგების აღრიცხვა, კონტროლი და მართვა ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ობიექტის გამართულად მუშაობისთვის, მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს, ენერგიას და თან, შეცდომებისგანაც არავინაა დაზღვეული. მაგრამ, თუ ამ საკითხს მიანდობთ ისეთ ჭკვიან პროგრამას როგორიც ოპტიმოა, ბევრად უფრო კარგად წავა თქვენი ბიზნესის საქმე, რატომ?

იმიტომ რომ პროდუქციის ერთჯერადად პროგრამაში ასახვის შემდეგ, ოპტიმო ყოველდღიურ რეჟიმში მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას დახლებზე და საწყობში არსებული ნაშთების შესახებ. ეს კი დაგეხმარება სწორად მართო შესყიდვები და შესაბამისად ფინანსებიც, მუდმივად გქონდეს ბესტსელერი პროდუქტი მარაგში, არ "მოაცდინო“ და არ გამოიყენო ფუჭად ადგილი საწყობში. გარდა ამისა, ოპტიმოს საშუალებით შეიტყობ, როგორი იყო ესა თუ ის დღე შენი ობიექტისთვის, გექნება წვდომა გაყიდვებზე, შესყიდვებზე და მომგებიანობაზე მაშინაც კი, როცა ფიზიკურად შენი ბიზნესისგან შორს იქნები. როგორ?

ოპტიმო cloud-based პროგრამაა, რაც ნიშნავს იმას, რომ შენი ბიზნესის შესახებ ინფორმაცია ინახება ღრუბელზე და არ დაიკარგება არცერთ შემთხვევაში, გარდა ამისა, ეს იძლევა საშუალებას მუდმივ რეჟიმში ადევნო თვალი ობიექტებზე მიმდინარე მოვლენებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან როგორც ლეპტოპით, ასევე მობილურით. მნიშვნელოვანია, იცოდე რომ ოპტიმოს პროგრამა დაკავშირებულია სასწორთან, პოს ტერმინალთან და ინტეგრირებულია rs.ge-თან, რაც საგრძნობლად ამარტივებს მუშაობის პროცესს - ზედნადებების ატვირთვას, დადასტურებასა თუ კორექტირებას.

მაღაზიის პროგრამა optimo - ეს არის საშუალება გაუმარტივო საქმე შენს ობიექტზე დასაქმებულ გუნდს და მუდმივად გედოს ხელი შენი ბიზნესის მაჯის ცემაზე. არ არის აუცილებელი, დახარჯო ათასობით ლარი იმ ინფორმაციის მიღებაზე, რასაც ოპტიმო თვეში სულ რაღაც 40 ლარად მოგაწვდის. მეტიც, თუ კი დაინტერესდები ამ მეტად მოსახერხებელი პროგრამით, 14 დღის განმავლობაში სრულიად უფასოდ შეძლებ სარგებლობას, რათა უკეთ გაიცნო, დატესტო და საკუთარ თავზე გამოცადო მისი უპირატესობები.

თუ გსურს, ახლავე ისარგებლო ოპტიმოთი, ეწვიე საიტს optiomo.ge მოითხოვე დემო, შეავსე აპლიკაცია პირადი ინფორმაციით და დაელოდე კომპანიის წარმომადგენლის ზარს, რომელიც ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გაგცემს და დაგეხმარება, გახადო ოპტიმო შენი ბიზნესის ნაწილი.

კომენტარები